Saturday, October 11, 2014

ინტელის სასწავლო კურსის მე-9 დღის რეფლექსია

გავეცანით ჩვენი ჯგუფის წევრების პროექტებს, რომლებმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემი პროექტიც ავტვირთე ბლოგზე. ინტელის სასწავლო კურსით ბევრი ახალი რამ გავიგე. გავიღრმავე ცოდნა. ,,პროექტებით სწავლება" გაკვეთილს საინტერესოს და სახალისოს ხდის. მოსწავლეებს სხვა უნარებთან ერთად უვითარებს კვლევა-ძიების უნარ-ჩვევებს. დიდი მადლობა ჩვენს ტრენერს  მარეხს ასეთი საინტერესო თრენინგისათვის.

Saturday, October 4, 2014

ინტელის კურსის მე-8 დღის რეფლექსია

გავეცანით ფასილიტაციის მასალებს. ასევე აქტივობებს მოსწავლეთა დასაწყვილებლად.ვისწავლეთ, როგორ შევქმნათ სკაფოლდინგი.ვიმუშავეთ საქაღალდეზე ,,სასწავლო პროექტის დამხმარე'.დიდი მადლობა, მარეხ, ასეთი კარგი ინსტრუქციებისათვის.

Sunday, September 28, 2014

ინტელის სასწავლო კურსის მე-7 დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ საქაღალდეზე შეფასებები. გავეცანით საქაღალდეებს: კოლაბორაციული შეფასებები.გაზეთის შეფასების რუბრიკა. ვიმუშავე შეფასებების საქაღალდეში.გავეცანით აგრეთვე მოსწავლის თვითშეფასების დოკუმენტს.

Thursday, September 25, 2014

მე-6 დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მოსწავლის საქაღალდეში და შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი.

Sunday, September 21, 2014

ინტელის სასწავლო კურსის მე-5 დღის რეფლექსია

მეწყვილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტები.. ვისწავლეთ პრეზენტაციის შემოტანა ვორდის დოკუმენტში. ბლოგზე შევქმენით გვერდები. ბლოგზე დავდეთ სასარგებლო ბმულები.

Wednesday, September 17, 2014

ინტელის სასწავლო კურსის მე-4 დღის რეფლექსია

 გავეცანით პროექტის მე-2 მოდულის მოთხოვნებს. მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად გამოვიყენეთ გრაფიკული ორგანაიზერი ,,ვ მ ვ'. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.

Tuesday, September 9, 2014

9.09.2014 მე-3 დღე: ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა, გეგმის შაბლონში მუშაობა,ეროვნული გეგმის საგნობრივი სტანდარტები ჩავსვით გეგმის შაბლონის ინდიკატორებში, ასევე გადმოვიტანეთ გეგმაში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები. გავეცანით ზოგად, თემატურ და შინაარსობრივ შეკითხვებს.
პროექტის თემა: თეთრი და მურა დათვები

1)   ამ პროექტის ძირითადი არსი, რომელსაც კურსის განმავლობაში  ჩამოვაყალიბებთ არის ის, რომ მოსწავლეებმა გაიღრმავონ ცოდნა დათვისებრთა ოჯახის წარმომადგენლების -თეთრი და მურა დათვების შესახებ. შეძლონ მათი შეპირისპირებითი დახასიათება და გაეცნონ იმ გარემო პირობებს, სადაც მათ უწევთ ცხოვრება. სხვა უნარებთან ერთად განავითარონ კვლევა-ძიების უნარები და აღმოაჩინონ, რომ დედამიწის ზედაპირი ერთნაირი არ არის, გამოირჩევა მრავალფეროვნებით და  სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი პლანეტის განუმეორებელი სილამაზე.

2)   ჩემი აზრით, ამ პროექტს ყოველდღიურ ცხოვრებასთან  მჭიდრო კავშირი აქვს. მისი დახმარებით მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ, რომ როგორც ადამიანები, ასევე ცხოველებიც და კერძოდ, დათვებიც ზრუნავენ არსებობისათვის, ეგუებიან  გარემო პირობებს და საჭიროების შემთხვევაში  იცვლიან მას.
 მოვაწყობთ ექსკურსიას თბილისის ზოოპარკში, სადაც  მოსწავლეები თვალნათლივ გაეცნობიან ამ ცხოველებს.

 3) მოსწავლეები პროექტის შესაქმნელად გამოიყენებენ ტექნიკურ   საშუალებებს, ელექტრონულ რესურსებს. ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო მასალას, მოახდენენ ინფორმაციის ორგანიზებას: დაახარისხებენ მას, მიანიჭებენ თანმიმდევრობას და შეაჯამებენ  მონაცემებს . იმუშავებენ  WORD-ის დოკუმენტში დაPOWER POINT-ში.


4) პროექტის მოკლე მონახაზი: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის თემას დავსვამ დახურულ შკითხვებს საბაზისო ცოდნის შესამოწმებლად, თუ რა იციან თეთრი და მურა დათვების შესახებ. ასევე ინფორმაციას მივაწვდით მშობლებსა და ადმინისტრაციას. შევქმნით ჩელისტებს. დავსახავთ სამოქმედო გეგმას. მოსწავლეებს დავყოფ  5-კაციან ჯგუფებად, განვსაზღვრავთ განხორციელების  დროის ჩარჩოს, შეფასების სქემას და დავავალებ დამატებითი ინფორმაციის მოძიებას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მათ უნდა შეძლონ მასალის მოძიება, დაკოპირება,  ჩასმა, ტექსტის აკრეფა და შენახვა.