დღეს ვიმუშავეთ საქაღალდეზე შეფასებები. გავეცანით საქაღალდეებს: კოლაბორაციული შეფასებები.გაზეთის შეფასების რუბრიკა. ვიმუშავე შეფასებების საქაღალდეში.გავეცანით აგრეთვე მოსწავლის თვითშეფასების დოკუმენტს.
Sunday, September 28, 2014
Thursday, September 25, 2014
Sunday, September 21, 2014
ინტელის სასწავლო კურსის მე-5 დღის რეფლექსია
მეწყვილეებმა ერთმანეთს გავუზიარეთ ჩვენი პროექტები.. ვისწავლეთ პრეზენტაციის შემოტანა ვორდის დოკუმენტში. ბლოგზე შევქმენით გვერდები. ბლოგზე დავდეთ სასარგებლო ბმულები.
Wednesday, September 17, 2014
ინტელის სასწავლო კურსის მე-4 დღის რეფლექსია
გავეცანით პროექტის მე-2 მოდულის მოთხოვნებს. მოსწავლის წინარე ცოდნის დასადგენად გამოვიყენეთ გრაფიკული ორგანაიზერი ,,ვ მ ვ'. ვიმუშავეთ პროექტის პრეზენტაციაზე.
Tuesday, September 9, 2014
პროექტის თემა: თეთრი და მურა დათვები
1)
ამ
პროექტის ძირითადი არსი, რომელსაც კურსის განმავლობაში ჩამოვაყალიბებთ არის ის, რომ მოსწავლეებმა გაიღრმავონ
ცოდნა დათვისებრთა ოჯახის წარმომადგენლების -თეთრი და მურა დათვების შესახებ. შეძლონ
მათი შეპირისპირებითი დახასიათება და გაეცნონ იმ გარემო პირობებს, სადაც მათ უწევთ
ცხოვრება. სხვა უნარებთან ერთად განავითარონ კვლევა-ძიების უნარები და აღმოაჩინონ, რომ
დედამიწის ზედაპირი ერთნაირი არ არის, გამოირჩევა მრავალფეროვნებით და სწორედ ამ მრავალფეროვნებაშია ჩვენი პლანეტის განუმეორებელი
სილამაზე.
2)
ჩემი
აზრით, ამ პროექტს ყოველდღიურ ცხოვრებასთან
მჭიდრო კავშირი აქვს. მისი დახმარებით მოსწავლეები გაათვითცნობიერებენ, რომ
როგორც ადამიანები, ასევე ცხოველებიც და კერძოდ, დათვებიც ზრუნავენ არსებობისათვის,
ეგუებიან გარემო პირობებს და საჭიროების შემთხვევაში
იცვლიან მას.
მოვაწყობთ
ექსკურსიას თბილისის ზოოპარკში, სადაც მოსწავლეები
თვალნათლივ გაეცნობიან ამ ცხოველებს.
3) მოსწავლეები
პროექტის შესაქმნელად გამოიყენებენ ტექნიკურ
საშუალებებს, ელექტრონულ რესურსებს. ინტერნეტში მოიძიებენ საჭირო
მასალას, მოახდენენ ინფორმაციის ორგანიზებას: დაახარისხებენ მას,
მიანიჭებენ თანმიმდევრობას და შეაჯამებენ მონაცემებს
. იმუშავებენ WORD-ის დოკუმენტში დაPOWER POINT-ში.
4) პროექტის მოკლე მონახაზი: მოსწავლეებს გავაცნობ პროექტის
თემას დავსვამ დახურულ შკითხვებს საბაზისო ცოდნის შესამოწმებლად, თუ რა იციან თეთრი
და მურა დათვების შესახებ. ასევე ინფორმაციას მივაწვდით მშობლებსა
და ადმინისტრაციას. შევქმნით ჩეკლისტებს. დავსახავთ სამოქმედო გეგმას. მოსწავლეებს დავყოფ 5-კაციან ჯგუფებად, განვსაზღვრავთ განხორციელების დროის ჩარჩოს, შეფასების სქემას და დავავალებ დამატებითი
ინფორმაციის მოძიებას ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. მათ უნდა შეძლონ მასალის
მოძიება, დაკოპირება, ჩასმა, ტექსტის აკრეფა
და შენახვა.
Subscribe to:
Posts (Atom)